Sunday, July 15, 2018

რეფლექსია

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
 გამოყენება სასწავლო პროცესში 

2018 წლის 27.06-დან 15.07-ის ჩათვლით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. 32 საათის ხანგრძლივობით. ტრენინგის მიზანი: სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. სასწავლო პროცესში შეხვედრებზე გავეცანით მრავალფეროვან საკითხს: აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა, გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC), (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი და ელ-ფოსტა, საოფისე პროგ-რამების პაკეტი, ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით, ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით, ისტ რესურსების შექმნა, კვლევა და კომუნიკაცია, ცნების რუკის შექმნა, გავიარეთ შეფასების ფორმები, პროექტის შექმნა, ვისწავლეთ პრეზენტაციების ჩასმა ჩარჩოს ფორმით, შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებებისგანსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სავარაუდო პრეზენტაციები ჩვენი პროექტების მიზნების შესაბამისად. გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ჩასმა, გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს, შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთკითხვარი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი კითხვარი ამგვერდზე. განვიხილეთ ონლაინ რესურსები, შემდეგი საიტები: Toondo.com; ka.khanacademy.org; phet. Colorado; popplet და სხვა საინტერესო მასალა. ვისწავლე საკუთარი ბლოგის, ახლებურად გავიაზრე გაკვეთილის გეგმაში როგორ ჩამეშენებინა საჭირო რესურსი, , ანიმაციები. ვისწავლე ვიდეო რგოლებისა და ხმის დაყენება. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მჭირდებოდა ჩემი გაკვეთილისთვის. გარდა ამისა ვიმუშავეთ ექსელის პროგრამაში, ვისწავლე ელექტრონული ცხრილების შექმნა, სიების დალაგება,გამოთვლა გაანგარიშება. რა თქმა უნდა ყველაფერს , რაც ამ შეხვედრებზე ვისწავლე გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ჩემი გაკვეთილი გახდება საინტერესო, ხალისიანი, ცოცხალი და სტანდარტებზე დაფუძნებული. ვფიქრობ ტერნინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება უშუალოდ ჩემს საგანში მუსიკაში ახლებურად , გამდიდრებული მასალით, ანიმაციებით, შევასრულო საპრეზენტაციო მასალა, დავამზადო მრავალფეროვანი რესურსები და კომიქსები. 
 დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგას და ამ ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და შრომატევადი სწავლებისათვის.