პროექტის გეგმა

ყის ზღაპარი“
კლასი
I  -  III  კლასები
პროექტის სახელწოდება
საახალწლო სპექტაკლი  ,,ტყის ზღაპარი,,
პროექტის მიზანი
საახალწლო საკლასო ზეიმის მოწყობა,მოსწავლეთა პიროვნული და მორალური განვითარება,თვალსაწიერის გაფართოება,შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
საჭირო რესურსები:


მუსიკალური ცენტრი, ვიდეო,ფოტოაპარატი, პიანინო, თეატრალური აფიშა, მოსაწვევი ბარათები, სიგელები, შთაბეჭდილებათა წიგნიმუყაოს სახლი, ამანათები, ხელოვნური ნაძვის ხეები, კუნძები, ზღაპრის გმირთა კოსტუმები.სალამური, ხელოვნური თოვლი და სხვ. სასცენო რეკვიზიტი
ღონისძიების მოკლე აღწერა
მოსწავლეები  მოიძიებენ და შეისწავლიან  საახალწლო ლექსებს,სიმღერებს, ცეკვებს, სააქტო დარბაზს გადააქცევენ თეატრად და პედაგოგთა და მშობელთა დახმარებით გამართავენ წარმოდგენას.
ღონისძიების ჩატარებისათვის  საჭირო აქტივობები კლასში
მოსწავლეთა მიერ  მცირე ზომის ისეთი საბავშვო ნაწარმოებების მოძიება-შეწავლა,  რომლებიც  შედგება  დიალოგებისგანმოხალისეებისათვის როლების განაწილება , როლების შესაბამისად ჟესტების, მიმიკის, საჭირო ინტონაციის გამოყენებაზე- მხატვრულ კითხვაში ვარჯიში ; სასცენო კოსტუმების შეძენა-მორგება;საახალწლო სიმღერების საცეკვაო მოძრაობების  შესწავლა;თეატრალური აფიშის დახატვა -გამოკვრა;თხზულების დაწერა თემაზე,,ტყის მეგობრები,, სტუმართათვის   მოსაწვევი ბარათების დამზადება გაგზავნა;, საახალწლო თემზე შექმნილი ნამუშევრებით (ნახატების, ნაძერწების, ხელნაკეთი სათამაშოების)გამოფენის მოწყობა სკოლის დერეფაში;მუყაოსგან სასცენო რეკვიზიტების შექმნა;სცენისათვის საჭირო კუნძების მოძიება-მოტანარეპეტიციების ჩატარებაწარმოდგენის გამართვა.
 კავშირი
 ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,
 ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან



საგანთა შორის კავშირის დამყარება,ზრუნვა გამჭოლი კომპეტენციების ფლობისათვის(წიგნიერება,სემიოტიკური კომპეტენცია,სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია) თვითრეალიზებისა და თანამედროვე სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის,  მოსწავლეების სრულ-ფასოვანი აღზრდისა და ქმედითი ცოდნით აღჭურვისათვის;სადამრიგებლო პროგრამაზე მუშაობა;  დაწყებითი საფეხურის  ამოცანების შესრულებაზე ზრუნვა-მოსწავლეებს შეექმნებათ პირობები საკუთარი  შესაძლებლობების გამოსავლენად გასავითარებად;ჩამოუყალიბდებათ სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება  და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი 
) ქვეყნის ინტერესების,ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.
)იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.
) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
) კომუნიკაცია ინდივიდებთან, ჯგუფებთან.
ღონისძიების შედეგი

დაიდგმება სპექტაკლი;მოსწავლეთა მიერ გაკეთდება მათივე ჩანახატების და შთაბეჭდილებების  ალბომი; ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა განთავსდება სკოლის ვებგვერდზეხელი შეეწყობა მოსწავლეებში მყარი,დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებასმოსწავლეებს დაეხვეწებათ მეტყველების  უნარ-ჩვევა, მათი მეტყველება გახდება გამართული, თხრობა -დრამატული,დაოსტატდებიან საჯარო საუბარშიგანუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ კულტურული ადამიანის, მოქალაქის თვისებებიმოხდება საგანთა ინტეგრირება, კავშირი დამყარდება ქართულ ენასა და ლიტერატურას, სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნებას,ბუნებისმეტყველებასა და მუსიკას შორისშესრულდება სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხიმჭიდრო კავშირი დამყარდება სკოლას , ოჯახსა და თემს შორისამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლისადმი ინტერესიგაუმჯობესდება  სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ხარისხი
პროექტის მომზადების ვადები
ერთი თვე
მონაწილეთა წახალისება
აპლოდისმენტები, სიტყვიერი შექება-წახალისება, წამახალისებელი სიგელები.
ღონისძიებაზე მოსაწვევი სტუმრები
 სკოლის დირექტორი, მისი მოადგილეები და სკოლის პედაგოგებიკლასის მოსწავლეთა მშობლები,მათი ოჯახის სხვა წევრები, პარალელური კლასის მოსწავლეები,  სტუდია ,,ჩოხოსნები,,- ხელმძღვანელი და სტუდიის პედაგოგები,
პროექტის ხელმძღვანელი
მზევინარ სალდაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი)
mzeosaldadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment